საკონდიტრო დიდებულის ისტორია იწყება 2008 წლიდან. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ობიექტი, მაგრამ დიდი ამბიციების მქონე, მალევე გარდაიქმნა წამყვან, მაღალი სტანდარტების მქონე საკონდიტროდ და 2014 წელს უკვე ოპერირებდა 1300 კვადრატულ შენობაში 150 დასაქმებულით და ოთხი ფილიალით.
საკონდიტროს ძირითადი მიმართულება, კლასიკური, საოჯახო ტიპის დესერტებია, რომელიც აუცილებლად იწვევს თითეულ მომხმარებლის ემოციას, რაც მათ ბავშვობასთან აკავშირებთ.
მაღალი სტანდარტებით და უმაღლესი ხარისხის პროდუქციით და ტექნოლოგიით მომზადებული დესერტები, ყოველთვის გელოდებათ ჩვენ ფილიალებში.
საკონდიტრო მარონი დაფუძნდა, უკვე არსებული საკონდიტრო დიდებულის ბაზაზ, 2016 წელს. მაშინდელი ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ჯერ კიდევ უცნობი მიმართულება, თანამედროვე ევროპული ხაზის დესერტების წარმოების პერსპექტივა და წარმატების მიღწევა, ძალიან ბუნდოვანი იყო.
თუმცა პროფესიონალიზმმა, გუნდურობამ და რა თქმა უნდა ჩვენი ერთგული მომხმარებლის მხარდაჭერამ, საკონდიტრო მარონი გარდაქმნა ერთ-ერთ წარმატებულ ბრენდად, რომელიც არამარტო ქართულ ბაზარზე ოპერირებს, არამედ წარმოდგენილია ამერიკაშიც, ორი ფილიალის სახით.
საკონდიტრო მარონი მოიცავს სხვადასხვა სახის მიმართულებებს და პროექტებს, რომელიც მუდმივად სიახლეებს გპირდებათ და ჩვენი პროდუქვიის დაგემოვნებაც კი საკმარისია რომ მიხვდეთ მრავალფეროვან ტექსტურას და არომატს,რომელიც დადებით ემოციებს იწვევს.
საკონდიტრო სკოლა მარონის მთავარი აზრი, რომელიც მოიცავს დანერგოს თანამედროვე მიმართულებები და ტექნოლოგიები, წარმატებით ახორციელებს გადამზადებას პროფესიონალ და მოყვარულ კონდიტრების 2017 წლიდან. თეორიული და პრაქტიკული მასალა, რომელიც სტუდენტებს გადაეცემა, საკმაოდ დატვირთულია და მოითხოვს აქტიურ ჩართულობას და სურვილს, სრულყოფილად მოხდეს შესწავლა თანამედროვე და არამარტო თანამედროვე ხაზის.
ჩვენ სკოლაში გარდა რეგულარული ერთ თვიანი და მოკლევადიანი კურსებისა, რომელსაც უძღვება ჩვენი შეფ კონდიტერი დავით გორგოშიძე, ასევე ტარდება მოწვეული უცხოელი შეფების მასტერკლასებიც.